8 ტოქსიკური მცენარე ძაღლისთვის

Share on facebook
Share on twitter

ძაღლები ხშირად აზიანებენ სხვადასხვა ნივთებს – ფეხსაცმელს, სამოსს, ფარდას და ა.შ. ხშირად ისინი მცენარეებსაც ერჩიან, რაც შეიძლება საკმაოდ სახიფათო იყოს თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის.

თუ თქვენ გყავთ ძაღლი და გსურთ მცენარეების შეძენა, უნდა იცოდეთ რომ სხვადასხვა პოპულარული სახლის მცენარე ტოქსიკურია ძაღლებისთვის. ამიტომ, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ მცენარე მომავალი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად.

ამ სტატიაში გაგაცნობთ 8 ძალიან პოპულარულ სახლის მცენარეს, რომელიც გამოირჩევა ძაღლის მიმართ ტოქსიკურობით.

1. ფილოდენდრონი

ფილოდენდრონი ტროპიკული მცენარეა და საკმაოდ პოპულარულიც. მას აქვს დიდი, ლამაზი ფოთლები და საკმაოდ ადვილია მისი მოვლა. თუმცა ეს მცენარე ტოქსიკურია როგორც ძაღლებისთვის, ასევე კატებისთვის.

შეხება ზიანს არ იწვევს, მაგრამ თუ ძაღლი მას შემთხვევით გადაყლაპავს, გამოიწვევს ღებინებას, სუნთქვის გართულებას, შესიებას და ნერწყვის დენას. ფილოდენდრონის ტოქსიკურობას იწვევს კალციუმის ოქსალატები.

2. ფიკუს ლირატა

ოთახის მცენარე დიდი ფოთლებით ფიკუს ლირატა

შემდეგი ტოქსიკური მცენარეა ფიკუს ლირატა, რომელიც ლეღვის ჯიშს მიეკუთვნება. ეს არის ძალიან ლამაზი და პოპულარული მცენარე. მაგრამ თუ თქვენ ძაღლი გყავთ სახლში, უმჯობესია სხვა მცენარე შეარჩიოთ.

ფილოდენდრონის მსგავსად, შეიცავს კალციუმის ოქსალატებს და ახასიათებს უსეთი სიმპტომები, როგორიცაა კანისა და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება.

3. ZZ მცენარე

ქოთნის ZZ მცენარე

რამოდენიმე წელია ZZ მცენარემ დიდი პოპულარობა მოიპოვა. ის ძალიან კარგად ძლებს დაბალი განათების პირობებში. ასევე, არ სჭირდება ხშირი მორწყვა რაც მას საკმაოდ ადვილად მოსავლელ მცენარეს ხდის.

თუმცა მისი უარყოფითი მხარე სწორედ რომ ტოქსიკურობაა. შეიძ₾ება მოწამლოს ძაღლიც და კატაც და გამოიწვიოს ღებინება და დიარეა. თუმცა, მხოლოდ გადაყლაპვის შემთხვევაში.

4. სტრელიცია

სამოთხის ჩიტი სახლის მცენარე

სტრელიცია, იგივე სამოთხის ჩიტი, ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ტროპიკული მცენარეა, რომელიც სამხრეთ აფრიკაშ მოდის. მას დიდი, მწვანე ფოთლები და ლურჯ-ყვითელი ყვავილები ამშვენებს. სწორედ ეს ყვავილია ყველაზე შხამიანი.

მისგან მოწამვლას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცა არის კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, ღებინება და ძილიანობა.

5. ალოე ვერა

ალოე ვერა სახლის მცენარე

ალოე ვერა, რომელიც გამოირჩევა ადამიანებისთვის მრავალი სამკურნალო თვისებებით, საკმაოდ ტოქსიკურია ძაღლებისთვის. ის წვნიანი მცენარეების ერთ-ერთ პოპულარული წარმომადგენელია.

შეიცავს საპონინებს და ანტრაქინონებს. გადაყლაპვის შემთხვევაში, ძაღლებში იწვევს ღებინებას, ლეთარგიას და სხვადასხვა სახის კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას.

6. საგოს პალმა

სახლის პალმა

საგოს პალმა იაპონიის ტროპიკულ რეგიონში მოდის და საკმაოდ პოპულარულის სახლის მცენარეა. საკმაოდ ნელა და ზომაშ პატარ იზრდება. განსაკუთრებით სახლის პირობებში. შეიცავს ციკასინს, რაც ძაღლებისთვის ტოქსიკურია.

თუმცა ის არა მარტო ძაღლებისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც სახიფათოა და შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა და სიკვდილიც კი. მისი სიმპტომებია ღებინება, დიარეა და კრუნჩხვები.

7. მშვიდობის შროშანი

მშვიდობის შროშანი სახლის მცენარე

მშვიდობის შროშანი არის ულამაზესი მცენარე თავისი მუქი მწვანე ფოთლებით და თეთრი ყავვილებით. კარგად მოვლის შემთხვევაში, წელიწადში ორჯერ ყვავის. სამწუხაროდ, ეს სილამაზე ძაღლებისთვის და კატებისთვის საკმაოდ საშიშია.

მასთან შეხებაც კი კანის გაღიზიანებას იწვევს. ხოლო გადაყლაპვის შემთხვევაში, იწვევს ღებინებას. თუ გყავთ შინაური ცხოველი, უმჯობესია მშვიდობის შროშანის შეძენაზე უარი თქვათ.

8. ალოკასია

ალოკასია ოთახის მცენარე დიდი ფოთლებით

ალოკასია გვხვდება აზიის და ავსტრალიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. მას კარგი სინათლე, მოწრყვა და ტენიანობა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ადვილი მოსავლელი, ის ძალიან პოპულარული სახლის მცენარეა.

სამწუხაროდ ეს ულამაზესი მცენარე მომწამვლელია ძაღლებისთვის, კატებისთვის და ადამიანებისთვისაც კი. გადაყლაპვის შემთხვევაში, შეუძლია გამოიწვიოს პირის ღრუს გაღიზიანება, ტუჩების დამწვრობა, შესიება, ღებინება და სუნთქვისა გართულება.

დასკვნის სახით

მიუხედავად იმისა, რომ სასურველია ამ ტოქსიკური მცენარეების ყიდვისგან თავი შევიკავოთ, მრავალი ადამიანი ახერხებს ყავდეს შინაური ცხოველი და ტოქსიკური მცენარეც. თქვენც შეგიძლიათ სცადოთ, თუმცა სასურველია აარჩიოთ სხვა, არატოქსიკური მცენარე და დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენს ოთხფეხა მეგობარს პრობლემები არ შეექმნება.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

პოპულარული