10 საუკეთესო ჯუჯა ხე თქვენი სახლისთვის

Share on facebook
Share on twitter

ხეები ოთახისთვის ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც ავეჯი – ის შეიძლება იყოს დეკორის ნაწილი ან შექმნას გარკვეული განწყობა. სხვადასხვა ოთახში სეგვიძლია დავდგათ განსხვავებული ტიპის ხეები და შევქმნათ მრავალფეროვანი განწყობა ჩვენს სახლი. გარდა დეკორატიულობისა და განწყობისა, მცენარეები ასუფთავებენ ჰაერს.

მაგრამ როდესაც ჩვენი სახლისთვის ვარჩევთ ხეს, უნდა გავითვალისწინოთ მისი მოვლის წესები, როგორი განათება სჭირდება, რა ზომის იზრდება და ა.შ.

ამ სტატიაში გაეცნობით 10 ხეს, რომელიც საუკეთესოა სახლისთვის და მას სრულიად ახალ ელფერს შესძენს.

1. ფიკუს ლირატა

ფიკუს ლირატა ჯუჯა ხე

ფიკუს ლირატა ჯუნგლების ბინადარია. მისთვის ნათელი აბაზანა ზედგამოჭრილია. ასევე, შეიძლება მოვათავსოთ მისაღებ ოთახში, თუ მას ექნება კარგი განათება და ნესტიანობა. კარგი იქნება თუ ზოგჯერ გარეთაც დავდგამთ, რადგან ეს კარგ გავლენას მოახდენს მასზე და უფრო კარგად გაიზრდება.

მას ჭირდება ნათელი ადგილი, საშუალოდ ნოტიო გარემო და 15-25 გრადუსი ტემპერატურა. სახლის პორობებში საშალოდ იზრდება 3 მეტრი სიმაღლის.

2. მტირალა ლეღვი

მტირალა ლეღვი ჯუჯა ხე

მტირალა ლეღვი (ficus benjaminia) ერთ-ერთი პოპულარული სახლის ხეა. მას აქვს მდიდარი მწვანე ფერის ფოთლები და საკმაოდ მარტივი მოსავლელია. სასურველია მოთავსდეს კარგად განათებულ ოთახში, რადგან არასაკმარისმა განათებამ შეიძლება გამოიწვიოს ფოთოლცვენა.

ის უნდა მოთავსდეს კარგად დრენაჟირებად ნიადაგში და მოირწყას მხოლოდ მაშინ, როდესაც ნიადაგის ზედაპირი გაშრება. მოათავსეთ ისეთ ადგილზე, სადაც ტემპერატურა მერყეობს 18-დან 30 გრადუსამდე. იზრდება 2 მეტრამდე.

3. რეზინის ხე

რეზინის ხე ჯუჯა ხე სახლისთვის

რეზინის ხე (ficus elastica), რომლის მშობლიური ქვეყანა ინდოეთია, გამოირჩევა მისი პრიალა, დიდი, მუქი მწვანე ფოთლებით. ლამაზი კონტრასტი იქმნება ღია ფერების მქონე ინტერიერთან. როგორც უმრავლეს ტროპიკულ მცენარეს, უყვარს ტენიანობა, საშუალო დონის ტემპერატურა და განიავება.

იმისათვის რომ ფოთოლმა მიაღწიოს მაქსიმალურ ზომას, საჭიროა დავამატოთ სასუქი ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ზრდის პერიოდში. იზრდება სამ მეტრამდე და იდეალური ტემპერატურაა 10-25 გრადუსი.

4. ბანანის ხე

ბანანის ხე ჯუჯა ხე სახლისთვის

დიდი ფოთლების მოყვარულებისთვის შესანიშნავი არჩევანია ბანანის ხე (musa spp.). სხვა ტიპის ბანანის ხეებისგან განსხვავებით, როგორიცაა კავენდიში, მას არ აქვს ნაყოფი. მისის სწრაფი ზრდისთვის საჭიროა არაპირდაპირი სინათლე და რეგულარული დანოყიერება სასუქით.

თუ შენიშნეთ ფოთლის გაყავისფრება ან დახვევა, დიდი შანსია ეს ტკიპების ბრალი იყოს. საჭიროა მისი ნიადაგი იყოს მუდმივად ნოტიო, ტემპერატურა 25-35 გრადუსი და შეიძლება მიაღწიოს სამ მეტრს.

5. ქალბატონი პალმა

ოთახის პალმა მცენარე

ერთ-ერთი პოპულარული პალმის ჯიში თქვენი სახლისთვის არის ქალბატონი პალმა (rhapis excelsa). ტოლერანტულია დაბალი განათების მიმართ და იზრდება საკმადო ნელა. მეტ მორწყვას და სასუქს ითხოვს ზრდის სეზონში ვიდრე ზამთარში.

მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, მორწყეთ მაშინ როდესაც ნიადაგი მშრალია. მოათავსეთ გარემოშ, სადაც ტემპერატურა არის 15-25 გრადუსი. იზრდება 2 მეტრამდე.

6. სალონის პალმა

სალონის პალმა ჯუჯა ხე სახლისთვის

სალონის პალმა ერთ-ერთი საუკეთესო სახლის ხეა. მშვენივრად ხარობს დაბალი განათების მქონე გარემოში, არის პატარა ზომის და სახლს აძლევს ტროპიკულ იერს. საჭიროებს მინიმალურ მოვლას.

სალონის პალმას სჭირდება ნოტიო ნიადაგი, 18-25 გრადუსის მქონე გარემო და სიმაღლემ შეიძლება მიაღწიოს 2 მეტრს.

7. სიმინდის მცენარე

სიმინდის ხე

სიმინდის მცენარე (dracaena fragrans) შესანიშნავი გადაწყვეტილებაა სახლისთვის. ის იზრდება მაღალი და ვიწრო. ასე, რომ არ იკავებს დიდ ადგილს. საკმაოდ გამძლე მცენარეა და შეუძლია სხვაგასხვა გარემოში გახარება.

თუმცა უკეთესია თუ გარემო იქნება ნესტიანი. შეიძლება გაიზარდოს 2 მეტრის სიმაღლის და ტემპერატურა სასურველია იყოს 15-24 გრადუსი.

8. ნორფოლკის ფიჭვი

ნორფოლკის ფიჭვი ჯუჯა ხე სახლისთვის

ნორფოლკის ფიჭვი შესანიშნავი დანამატი იქნება თქვენი სახლისთვის. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მისი სიმაღლე აღწევს 30 მეტრს. თუმცა, სახლის პირობებში ის წელიწადშ დაახლოებით 60 სანტიმეტრს იმატებს. ამიტომ, რამოდენიმე წელი პრობლემა არ შეგექმნებათ.

სჭირდება ნათელი ოთახი, საშუალო დონის ნოტიო ნიადაგი და მშრალ ნიადაგზე მორწყვა. ტემპერატურა სასურველია იყოს 18-21 გრადუსი. თუმცა შეუძლია გაუძლოს ოდნავ დაბალ ტემპერატურასაც.

9. იუკა

იუკა ჯუჯა ხე

იუკას ხე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც იუკას ჯოხი ან უხერხემლო იუკა, ძალიან ლამაზი დანამატი იქნება თქვენი სახლისთვის. მას აქვს ვიწრო და მყარი ტანი და მისი წვერიდან ამოდის მოგრძო ფორმის ფოთლები. ძალიან უყვარს მზის სხივები.

სხვა მცენარეების მსგავსად, ნიადაგი უნდა იყოს მშრალი სანამ მორწყავთ, შეუძლია გაუძლოს 35 გრადუს სითბოს და სიმაღლე აღწევს 3 მეტრს.

10. დრაკონის ხე

დრაკონის ხე

დრაკონსი ხე, მისი წვრილი, გრძელი და მაღლა აზიდული ფოთლებით, შტამბეჭდავი და განსაცვიფრებელია. ფოთლებს კიდეებზე დაყვება წითელი ზოლები. გამძლეა, ადვილად მოსავლელი და ნელა იზრდება.

მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ამან შეიძლება დააზიანოს ფოთლები. არ სჭირდება ზედმეტი მორწყვა, ძლებს 21-26 გრადუსის მქონე გარმეოში და სიმაღლემ შეიძლება მიაღწიოს 2 მეტრს.

დასკვნის სახით

როგორც ყველა მცენარე თუ ყვავილი, სახლის ხეებიც განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს თქვენ სახლს. სახლის ხეები საკმაოდ ადვილი მსავლელია, არჩევანი მრავალფეროვანია და ისინი შესანიშნავი დეკორატიული ელემენტია. ასევე, მათ შეუძლიათ გარკვეული განწყობის შექმნა. რა თქმა უნდა, დადებითის.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

პოპულარული