სეზონის ცვლა გავლენას ახდენს მცენარეზე. ამიტომ, მცენარე სხვადასხვა სეზონზე განსხვავებულ მოვლას საჭიროებს. ზაფხული კი სწორედ ერთ-ერთი ისეთი პერიოდია, როდესაც მცენარეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
ყვავილებს და მცენარეებს ძალიან უყვართ ზაფხული. ამ დროს იქმნება საუკეთესო კონდიცია მათი ზრდისთვის. იმისათვის რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ზაფხულის საუკეთესო თვისებები, საჭიროა მცენარეების სპეციფიკური მოვლა.
ამ სტატიაში გთავაზობთ ხუთ რჩევას, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მცენარეებს ზაფხულში.
სარჩევი
1. ხშირად მორწყეთ თქვენი მცენარე
ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გააკეთოთ თქვენი მცენარისთვის ზაფხულში, არის ხშირი მორწყვა. არასწორი ან იშვიათი მორწყვა იწვევს ჭკნობას, ფოთლის დახვევას და ნაოჭებს. თუ თქვენ შენიშნეთ მსგავსი რამ, ეს ნიშნავს რომ მცენარეს სჭირდება მეტი წყალი.
უმჯობესია მცენარის მორწყვა მოხდეს დილით ადრე ან საღამოს, როდესაც მზის გამოსხივება სუსტია. რადგან მზემ შეიძლება გამოიწვიოს ფოთლის დამწვრობა ან წყლის სწრაფი აორთქლება.
ასევე, თუ ატყობთ რომ ნიადაგი მალე შრება, შეგიძლიათ მიწას ზემოდან დაადოთ ქვები ან ნაფოტი.
2. დაიცავით მცენარე მზის ზემოქმედებისგან
თუ ოთახის მცენარე დგას ისეთ ადგილას სადაც მას მუდმივადა ანათებს მზე, აუცილებლად შეუცვალეთ ადგილი. შეგიძლიათ ფანჯარაზე ჩამოაფაროთ თხელი ფარდა, ან მცენარე დადგათ ფანჯრიდან ოდნავ მოშორებით.
ასევე, აუცილებელია კვირაში ერთხელ ან ორჯერ მცენარე შემოაბრუნოთ, რადგან მზის სითბო თანაბრად გადანაწილდეს. ეს თავიდან აგარიდებთ მცენარის გადახრას და ის უფრო ლამაზი და სწორი გაიზრდება.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მზის გამოსხივების მცენარეზე ზემოქმედებას შუადღის პერიოდში.
3. მოარიდეთ მცენარე კონდიციონერს
ძნელია ზაფხულში კონდიციონერის გარეშე ყოფნა, მაგრამ სასურველია მცენარე მოარიდოთ კონდიციონერს, რადგან ამან შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს მას. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ ტემპერატურა დააყენოთ ოდნავ მაღალ ნიშნულზე.
ისეთი მცენარე, როგორიცაა კაქტუსი, საჭიროებს ცხელ და მშრალ გარემოს. კონდიციონერი კი ყველაფერს პირიქით აკეთებს. ამიტომ საჭიროა აკონტროლოთ კონდიციონერის ტემპერატურა. სასურველია არ დატოვოთ ის ჩართული სახლიდან გასვლისას.
4. გაანოყიერეთ ნიადაგი
აუცილებელია მცენარის ნიადაგის განოყიერება სპეციალური საშუალებებით. თუ ეს გაზაფხულზე არ გაგიკეთებიათ, ზაფხული სწორედ რომ კარგი დროა შეცდომის გამოსასწორებლად. ეს აუცილებელია მცენარის ხანგრძლივი არსებობისთვის.
ყოველთვის გამოიყენეთ მაღალი ხარისხის, npk სასუქი. ის შეიცავს მცენარისთვის აუცილებელ სამ მკვებავს: აზოტს, ფოსფორს, და კალიუმს. თუ არ იცით შეიცავს თუ არა თქვენი სასუქი ამ მკვებავ ნივთიერებებს, შეფუთვაზე შეამოწმეთ ციფრები მაგ. 10-15-10.
5. გაიტანეთ მცენარეები გარეთ
მცენარეებისთვის ძალიან კარგია, რომ ისინი გარკვეული პერიოდი დადგათ გარეთ, ჰაერზე. მაგრამ თუ გადაწყვეტთ მის გარეთ გატანას, შიდა და გარე ტემპერატურას შორის რაც შეიძლება ნაკლები სხვაობა უნდა იყოს. ასევე, ღამე ტემპერატურა უნდა იყოს მუდმივად 18 გრადუსზე მეტი.
თავიდან დადგით ისეთ ადგილას, სადაც ჩრდილია. და დროთა განმავლობაში გადაიტანეთ შედარებით თბილ ადგილას. თუმცა, აუცილებლად მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ჩრდილში დაახლოებით იგივე ტემპერატურაა, რაც ოთახის ყველაზე მზიან ადგილას.
დასკვნის სახით
მცენარეები ზაფხულში განსაკუთრებით მოვლას საჭიროებს. გაითვალისწინეთ რჩევები, მოუარეთ მათ სწორად და თქვენი მცენარეები და ყვავილები იქნებიან უფრო ლამაზი, ჯანმრთელი და დიდხანს გაძლებენ.