იმისათვის რომ ჩვენი მცენარეები ლამაზები და ჯანმრთელები იყვნენ, აუცილებელია მათი მოვლა. თუმცა, ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ მოწრყვით ან ნიადაგის გამოცვლით. მათ ფოთლებსაც სჭირდებათ ყურადღების მიქცევა. ბოლოს და ბოლოს, ისინი მტვრისგან ბინძურდებიან.
დამტვერიანებას შეუძლია ფოტოსინთეზის პროცესის შეფერხება, რაც მცენარისთვის ძალიან ცუდია. ფოტოსინთეზი პირდაპირ კავშირშია მცენარის ჯანმრთელობასთან. ასევე, ის უფრო გამძლე ხდება დაავადებების და მავნებლების ჭინააღმდეგ ბრძოლაში.
ასე, რომ აუცილებელია რეგულარულად წმინდოთ თქვენი მცენარე. თუ როგორ უნდა გააკეთთ ეს, ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.
სარჩევი
რა სიხშირით უნდა გავწმინდოთ ფოთლები
ის თუ რა სიხშირით უნდა გაწმინდოთ მცენარე, დამოკიდებულია იამზე, თუ რა რაოდენობის მტვერია თქვენს ოთახში. თუ თქვენ ცხოვრობთ ისეთ ადგილას, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს ან გზასთან ახლოს ცხოვრობთ, მცენარის უფრო ხშირი წმენდაა რეკომენდირებული.
და სანამ წმენდის პროცესში ხართ, შეგიძლიათ სხვანაირადაც მოუაროთ თქვენს მცენარეს. მაგალითად, მოაჭრათ დამჭკნარი ფოთლები ან მკვდარი ღეროები. ეს უფრო ჯანმრთელს გახდის მას. ასევე, შეგიძლიათ გაწმინდოთ ქოთანი. დროთა განმავლობაში, მარილები და სხვა მინერალები აბინძურებენ მას და კარგი იდეაა თუ გავასუფთავებთ.
ფოთლების წმენდის 5 მეთოდი
ფოთლის წმენდის რამოდენიმე გზა არსებობს. გთავაზობთ 5 მეთოდს რომელიც დაეხმარება თქვენს მცენარეს უფრო ჯანმრთელი და მშვენიერი იყოს, რაც მის ხანგრძლივ სიცოცხლეს შეუწყობს ხელს.
1. სახლის მცენარის წმენდა სპეციალური საშუალებით
ფოთლების წმენდის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა სპეციალური სპრეის გამოყენება. შეგიძლიათ გამოიყენოთ საპნის ბაზაზე დამზადებული ხსნარი. თავდაპირველად მცენარის ფოთლებს მოაშორეთ მტვერი. ქოთანი მოათავსეთ ნიჟარაში ან აბაზანაში. დარწმუნდით რომ წყლის წნევა არ არის მაღალი და ასევე, წყალი უნდა იყოს ნელთბილი. ცივმა ან ცხელმა წყალმა შეიძლება ოთახის მცენარე დააზიანოს.
2. ოთახის მცენარის სპრეის ბოთლით წმენდა
უფრო მარტივია სპრეის ბოთლის გამოყენება. განსაკუთრებით კი ისეთი მცენარეებისთვის, რომლებსაც ნაზი ფოთლები აქვთ. ასეთ მცენარეებია ბონსაი, კაქტუსი და სხვა წვნიანი მცენარეები. დაიმახსოვრეთ, რომ წყალი არ უნდა იყოს არც ცხელი და არც ცივი.
3. წყალში რეცხვა
ოფისის პატარა მცენარეების რეცხვისთვის შესანიშნავი მეთოდია წყალში რეცხვა. ამოატრიალეთ თქვენი მცენარე და მისი ფოთლები ჩადეთ წყლით სავსე სათლში. შეგიძლიათ ხელი შეშველოთ ან აქეთ-იქით ამოძრაოთ მცენარე. იმისათვის რომ მიწა არ გადმოიყაროს, შეგიძლიათ ცელოფნით შეფუთოთ. სანამ პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებთ, ფოთლები გარგად უნდა გაიწუროს.
4. ნაჭრით წმენდა
თუ მცენარე დიდია დ ამისი გადაადგილება რთლი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამიანი ნაჭერი. დაასველეთ ნაჭერი, გაწურეთ კარგად და ამის შემდეგ გაწმინდეთ ფოთლები. ეს მეთოდი ასევე მშვენიერია მცირე ფოთლიანი მცენარეებისთვის, როგორიცაა გველის ან ბანანის მცენარე.
5. მსუბუქი ჯაგრისით წმენდა
ზოგ მცენარეს აქვს წვეტიანი ან ხაოიანი ფოთლები და მათი წყლით წმენდა შეიძლება რთული იყოს. ზოგ მცენარის ფოთლებს კი საერთოდ არ უყვართ წყალი. ასეთი მცენარეებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი, მტვრის საწმენდი ჯაგრისები. ნაზად გადაუსვით ჯაგრისი ფოთლებზე და მოაშორეთ მასზე არსებული მტვერი.
დასკვნის სახით
თქვენ შეიძლება რთული და შრომატევადი გეგონოთ ფოთლების წმენდა, მაგრამ ის საკმაოდ მარტივია. ეცადეთ ეს პროცესი რეგულარული გახადოთ. თქვენი მცენარე იქნება ყოველთვის ლამაზი, ჯანმრთელი და დიდი ხანი იცოცხლებს.