უმჯობესია თქვენს სამუშაო მაგიდას რაიმე მცენარე ამშვენებდეს. გარდა იმისა, რომ გაალამაზებს თქვენს კუთხეს, მცენარეს შეუძლია პოზიტიური ენერგიით აგავსოთ და თქვენი პროდუქტიულობა გააუმჯობესოს.
ფენ შუის მიხედვით, საოფისე მაგიდისთვის საუკეთესოა ის მცენარეები, რომლებიც იზიდავენ პოზიტიურ ენერგიას და იღბალს. ამიტომ, აუცილებელია, სწორად შევარჩიოთ მცენარე ჩვენი კუთხისთვის.
სარჩევი
საოფისე მცენარის როლი ფენ შუის მიხედვით
ფენ შუის მიხედვით, საოფისე მაგიდაზე მცენარის განთავსებას აქვს მრავალი დადებითი მხარე. ის ასუფთავებს ჰაერს, ხელს უწყობს გამოსხივების განეიტრალებას, ქმნის სიმშვიდეს და ხელს უწყობს დადებით ენერგიის მოზიდვას.
მცენარე წარმოადგენს ხის ელემენტს, რომელიც არის ზრდის, აქტივობის და სიცოცხლის ელემენტი. ასევე, მნიშვნელოვანია თუ სად დგას თვენი მაგიდა და მაგიდის რომელ მონაკვეთში უნდა განათავსოთ მცენარე.
ფენ შუის მიხედვით, მაგიდა შემოსასვლელი კარის ოდნავ მარჯვნივ ან მარცხნივ უნდა იყოს განთავსებული. და თქვენ სახით მისი მიმართულებით უნდ აიყოთ მიბრუნებული. მცნეარე საოფისე მაგიდაზე უნდა განთავსდეს სიმდიდრის, ურთიერთობის ან ქორწინების კუთხეში. ანუ, მაგიდის უკიდურეს მარცხენა ან მარჯვენა კუთხეში.
საუკეთესო მცენარეები საოფისე მაგიდისთვის
ახალა კი გავეცნოთ 10 მცენარეს, რომლებიც ფენ შუის მიხედვით, საუკეთესოა თქვენი საოფისე მაგიდისთვის. ისინი ალამაზებენ ჩვენს გარემოს და შეუძ₾იათ დადებით ენერგიით დამუხტვა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება.
1. იღბლიანი ბამბუკი
პირველი ასეთი მცენარეა იღბლიანი ბამბუკი, რომელიც სულაც არ არის ბამბუკი. ის დრაკონის ხის ტიპის მცენარეა. ფენ შუის მიხედვით ის კეთილი მცენარეა და შეუძლია სიმდიდრის, იღბალის და კეთილდღეობის მოტანა.
შეგიძლიათ მოათავსოთ მაგიდის ორივე კუთხეში. აუცილებელია მორწყათ ხშირად, რადგან ბაქტერიების გამრავლებას შეუშალოთ ხელი.
2. პეონი
პეონი არის სიყვარულის, ნდობის და ხანგრძლივი ურთიერთობების სიმბოლო. ფენ შუიში ის ხშირად გამოიყენება ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ. განსაკუთრებით ლამაზია ახლად დაკრეფილ მდგომარეობიში.
მოათავსეთ პეონი ვაზაში და დადგით მაგიდის უკიდურეს მარჯვენა კუთხეში. გამოუცვალეთ წყალი ყოველდღე და გადააგდეთ მას შემდეგ რაც ჭკნობას დაიწყებს.
3. კრასულა
კრასულა, ფენ შუიში ითვლება საუკეთესო წვნიან მცენარედ და მშვენიერი დეკორაციული ელემენტია ოფისის მაგიდისთვის. დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, ჰარმონიასთან, კეთილდღეობასთან და იღბალთან.
შეიძლება დაიდგას როგორც სიმდიდრის, ასევე ურთიერთობის კუთხეში. მორწყეთ როდესაც ნიადაგი გაშრება და მოარიდეთ ცივ ჰაერს.
4. ორქიდეა
ორქიდეა შეიძლება მოთავსდეს როგორც მარჯვენა, ისე, მარცხენა კუთხეში. თეთრი ორქიდეა დაკავშირებულია სიმშვიდესა და ჰარმონნიასთან, ხოლო ვარდისფერი და იასამნისფერი – ნაყოფიერებასთან და სიყვარულთან.
საჭიროებს საშუალო დონის ტენიანობას და უმჯობესია მოტთვსდეს კაგად დრენაჟირებად ქოთანში.
5. ფულის ხე
ფენ შუის მიცედვით, ფულის ხე მშვენიერია როგორც საოფისე კუთხის გასამწვანებლად, ასევე თქვენი საბანკო ანგარიშისთვისაც. მას შეუძლია პოზიტიური ენერგიის გამომუშავება და აუცილებელია მოთავსდეს სიმდიდრის კუთხეში, ე.ი. ზედა მარცხენა კუთხეში.
ფულის ხეს არ უყვარს არც თბილი და არც ცივი ჰაერის დინება. მოითხოვს თანაბრად დატენიანებულ მიწას და არაპირდაპირ მზის სხივს.
6. მშვიდობის შროშანი
მშვიდობის შროშანი ერთ-ერთი მშვენიერი ყვავილია თქვენი საოფისე მაგიდისთვის. მისი ლამაზი მწვანე ფოთლებითა და თეთრი ყვავილებით. ის მშვენიერი არჩევანია, თუ თქვენს მაგიდაზე მოახერხებთ მის მოთავსებას. ასოცირდება ჰარმონიასთან და სიმშვიდესთან.
სასურველია მოთავსდეს ურთიერთობის კუთხეში. მშვიდობის შროშანს შეუძლია გაძლოს დაბალი განათების მქონე ოთახში.
7. ჩინური ფულის ხე
პილეას, იგივე ჩინურ ფულის ხეს აქვს მონეტის მაგვარი ფოთლები. თუ დავუჯერებთ ფენ შუის, მას შეუძლია მოიზიდოს კეთილდღეობის ენერგია. ასევე, პილეა დაჯავშირებულია იღბალთან და სიუხვესთან.
მოათავსეთ სიმდიდრის კუთხეში და ეცადეთ მოარიდოთ პირდაპირ მზის სხივებს. ასევე, მცენარის მორწყვამდე დარწმუნდით რომ ნიადაგი მშრალია.
8. ჟასმინი
ჟასმინი ერთ-ერთი საუკეთსო გადაწყვეტილებაა თქვენი საოფისე მაგიდის მოსართავად. განსაკუთრებით გაფურჩქვნის პერიოდში, როდესაც სასიამოვნო სურნელს გამოყოფს. საუკეთეოსო დამამშვიდებელი საშუალებაა.
მოათავსეთ უკიდურეს მარჯვენა კუთხეში რათა დადებით ენერგიით დამუხტოს თქვენი რომანტიული ურთიერთობა. უყვარს მზის სხივები და ოდნავ ნესტიანი მიწა.
9. ბოსტონის გვიმრა
თავისი სტრუქტურის გამო, ბოსტონის გვიმრას ლამაზი და მშვიდი სილუეტი აქვს. მას შეუძლია თქვენი სამუშაო სივრცე აავსოს სიმშვიდით და წესრიგით. ეს კი ძლაიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის.
შეიძლება მოთავსდეს მარჯვენა ან მარცხენა კუთხეში. მოითხოვს საშალო დონის, არაპირდაპირი სინათლის წყაროს, ზომიერ ჰაერის ტენიანობას და ნოტიო ნიადაგს.
10. ოქროს პოთოსი
ოქროს პოთოსი ერთ-ერთი საუკეთესო საშალებაა ნეგატიური ენერგიის ნეიტრალიზებისთვის და პოსიტიურის მოზიდვისთვის. ის თქვენი სამუშაო სივრცის მშვენიერი ელემენტი გახდება.
პოთოსი უძლებს სხვადასხვა დონის განათებას და ტენიანობას. ასევე, ის მშვენიერი არჩევანია დამწყებთათვის.
დასკვნის სახით
თუ თწვენ გსურთ გახადოთ თქვენი სამუშაო კუთხე უფრო ნათელი, ლამაზი, აივსოთ დადებითი ენერგიით და გახდეთ მეტად პროდუქტიული, დაუჯერეთ ფენ შუის. აირჩიეთ სასურველი მცენარე თქვენი საოფისე მაგიდისთვის და იგრძენით მათი ძალა.