10 საუკეთესო მცენარე პატარა სახლისთვის

Share on facebook
Share on twitter

სახლში შეიძლება მოიძებნოს მრავალი ადგილი, სადაც შეიძლება დავდგათ სხვადასხვა მცენარე. თუმცა, ხშირად, ვაწყდებით პრობლემას როდესაც ჩვენს პატარა სახლში ძნელია მცენარეებისთვის ან ყვავილებისთვის ადგილი გამოვნახო.

მომცრო ზომის ოთახებში გარდა ადგილის სიმცირისა, შეიძლება წარმოიქმნას სხვა პრობლემებიც. მაგ. ისეთი ადგილის მონახვა სადაც კარგი და მცენარისთვის საჭირო განათება იქნება.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ სწორედ ისეთ მცენარეებზე, რომლის განთავსებას პატარა სახლში უპრობლემოდ შევძლებთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ავარჩევთ მცენარეს პატარა სახლისთვის

სანამ გადავწყვეთტ მცენარის ყიდვას ჩვენი მომცრო ზომის სახლისთვის, აუცილებელია გავითვალისწინოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ეს დაგვეხმარება მცენარის სწორად შერჩევაში და თავიდან აგვარიდებს მოულოდნელ უსიამოვნებებს.

ოთახის განათება

პირველ რიგში, გაარკვიეთ რა მდგომარეოობა განათების მხრივ თქვენს ოთახებში. არსებობენ მცენარეები, რომლებსაც კარგი განათება ჭირდებათ სწორად გაზრდაში. თუმცა ასევე არსებობს ისეთი მცენარეები, რომლებიც სუსტი განათების პირობებშიც ხარობენ.

იმის და მიხედვით თუ სად აპირებთ დადგათ სასურველი მცენარე და როგორი განათებაა ამ ადგილზე, შეგიძლიათ უფრო სწორად შეარჩიოთ მცენარე თქვენი ოთახისთვის.

მცენარის ზომა

შემდეგი რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის მცენარის ზომა. ანუ რა ზომის იზრდება ეს კონკრეტული მცენარე თუ ყვავილი. რადგან ტვენ თუ შემთხვევით აარჩევთ მცენარეს რომელიც საკმაოდ დიდი იზრდება, აღმოჩნდებით სიტუაციაში, როდესაც იგი აღარ დაეტევა და მოგიწევთ გაჩუქება ან გადაგდება.

ამიტომ საჭიროა იცოდეთ თუ რა სიდიდის იზრდება თქვენთვის სასურველი მცენარე და დაეტევა თუ არა იგი მისთვის განკუთვნილ ადგილზე.

მცენარის მოვლასთან დაკავშირებული სირთულეები

 აუცილებელია იცოდეთ თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მცენარის მოვლა. შეძლებთ თუ არა პატარა სივრცეში მოუაროთ მას. სხვადასხვა მცენარესა თუ ყვავილს სხვადასხვა ტიპის მოვლა სჭირდება. ზოგი მარტივად მოსავლელია, ზოგი კი – რთლი.

დასაწყისისთვის უკეთესია აარჩიოთ ადვილად მოსავლელი მცენარე. ის უფრო დიდხანს იცოცხლებს და თვენც უფრო გაერკვევით მცენარის მოვლაში. შემდეგ უკვე შეძლებთ უფრო რთულად მოსავლელი მცენარეების შეძენას.

ტოქსიკურობა ცხოველების მიმართ

 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც უნდ აგაითვალისწინოთ, არის თუ რამდენად ტოქსიკურია მცენარე შინაური ცხოველებისთვის. მრავალი პოპულარული სახლის მცენარე გამოირჩევა ტოქსიკურობით და ზოგმა მათგანმა შეიძლება ცხოველის სიკვდილიც კი გმაოიწვიოს.

ამიტომ, თუ თქვენ გყავთ შინაური ცხოველი, შეარჩიეთ არატოქსიკური მცენარეები რადგან თქვენს ოთხფეხა მეგობარს არ შეექმნას პრობლემები.

თქვენ უკვე იცით თუ რა უნდა გაითვალისწინოთ როდესაც ყიდულობთ მცენარეს პატარა სახლისთვის. ახლა კი დროა გავიგოთ თუ რომელი მცენარეებია საუკეთესო მომცრო ზომის სახლისთვის და ოთახისთვის.

1. სენსევიერია

სენსევიერია ოთახისთვის

სენსევიერია, იგივე გველი მცენარე ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია პატარა სახლისთვის. ის ძალიან პატარა ადგილს იკავებს, არ იზრდება დიდი, და ძალიან ადვილი მოსავლელია. კვლევებით დადასტურებულია, რომ იგი ჰაერს წმენდს ტოქსინებისგან. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ის ცხოველებისთვის ტოქსიკური მცენარეა.

2. მარგალიტის სიმები

მარგალიტის სიმები ოთახისთვის

მშვენიერი არჩევანია მარგალიტის სიმები. საჭიროებს ძალიან მცირე მოვლას, არაპირდაპირ სინათლეს, და ძალიან უხდება ნებისმიერ ინტერიერს. შეიძლება დაიდგას მაგიდაზე, ფანჯრის რაფაზე ან ჩამოიკიდოს. იზრდება წელიწადში დაახლოებით 30სმ-ით.

3. იღბლიანი ბამბუკი

იღბლიანი ბამბუკი პატარა სახლისთვის

იღბლიანი ბამბუკი ძლაიან ელეგანტური მცენარეა. იზრდება წელიწადში 30სმ-ით და ადვილი მოსავლელია. უნდა დაიდგას განათებულ ადგილას. ეს მცენარე დაკავშირებულია იღბალთან, ზრდასთან, და წარმატებასთან. იკავებს პატარა ადგილს და უხდება ოთახის ნებისმიერ კუთხეს.

4. ბოკარნეა (ცხენისკუდა პალმა)

ბოკარნეა სახლისთვის

ბოკარნეა გამორჩეული მცენარეა თავისი წვრილი და გრძელი ფოთლებით. ის შესანიშნავი დეკორატიული ელემენტი იქნება თქვენი პატარა ოთახისთვის. მარტივად მოსავლელია და იზრდება საკმაოდ ნელა. ბოკარნეას სხვა მრავალი სახელიც აქვს – ცხენისკუდა პალმა, სპილოს ფეხი და ა.შ

5. ალოე ვერა

ალოე ვერა ოთახისთვის

მარტივად მოსავლელი და მომცრო ზომის ალოე ვერა, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა პატარა ოთახისთვის. არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, იზრდება ნელა, და საჭიროებს არაპირდაპირ სინათლეს. სამწუხაროდ ალოე ვერა კატებისთვის ტოქსიკურია.

6. ობობა მცენარე

ობობა მცენარე სახლისთვის

ობობა მცენარე არის ცოცხალი, ადვილად მოსავლელი და მოუხდება როგორც თქვენს სამუშაო მაგიდას, ისე ფანჯრის რაფას. ასევე, შეგიძლიათ ჩამოკიდოთ. მისი გრძელი, მწვანე ფოთლები ვითელი ზოლებით ძალიან ლამაზად გამოიყურება და ახალ ელფერს შესძენს თქვენს პატარა ოთახს.

7. ბოსტონის გვიმრა

ბოსტონის გვიმრა ოთახისთვის

გვიმრების სახეობიდან ერთ-ერთი გამორჩეულია ბოსტონის გვიმრა, რომელიც მშვენიერი მცენარეა მომცრო ზომის ოთახისთვის. გველი მცენარის მსგავასად მას შეუძლია ჰაერის ტოხინებისგან გაწმენდა და ძალიან ადვილი მოსავლელია. სჭირდება საშალო დონის, არაპირდაპირი სინათლე და მისმა ზომამ შეიძლება მიაღწიოს ერთ მეტრს.

8. კრასულა

კრასულა ოთახისთვის

კრასულა ერთ-ერთი პოპულარული და ლამაზი სახლის მცენარეა. ის შეიძლება დაიდგას ან ჩამოიკიდოს. ადვილად მოსავლელია და მომწიფებამდე საჭიროებს არაპირდაპირ სინათლეს, შემდეგ კი შეუძ₾ია პირდაპირი სინათლის ატანა. წელიწადში იზრდება დაახლოებით 5 სმ-ით. გასათვალისწინებელია, რომ ის ტოქსიკუია როგორც კატებისთვის, ასევე ძაღლებისთვის.

9. ოპუნცია

ოპუნცია პატარა ოთახისთვის

ოპუნცია კაქტუსის სახობაა, რომელიც ზედგამოჭრილია მომცრო ზომის ოთახებისთვის. ის უნდა დაიდგას ნათელ ადგილზე და მისი მოვლა ძალიან მარტივი საქმეა. სახლის პირობებში ის იზრდება ერთ მეტრამდე. ამიტომ, ის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია თქვენი პატარა ოთახისთვის.

10. ლავანდა

ლავანდა სახლში

და ბოლოს, ულამაზესი ლავანდა რომელიც დაამშვენებს თქვენს ოთახს. საუკეთესო ადგილი ლავანდასთვის არის ფანჯრის რაფა, რადგან მას უყვარს მზის სინათლე. საჭიროებს მარტივ მოვლას, იკავებს პატარა ადგილს და აქვს სასიამოვნო სურნელი. ზოგადად, ლავანდას სიგრძე აღწევს ერთ მეტრს.

დასკვნის სახით

თუ თქვენ ცხოვრობთ მომცრო ზომის სახლში და გსურთ მისი მორთვა მცენარეებით და ყვავილებით, გაითვალისწინეთ რჩევები და აარჩიეთ თქვენთვის სასურველი მცენარე. გაითვალისწინეთ მოვლის სირთულეები, ოთახის განათება და არ დაგავიწყდეთ, რომ შეაჩიოთ არატოქსიკური მცენარე თუ თქვენ გყავთ შნაური ცხოველი.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *