8 ტოქსიკური მცენარე კატისთვის

Share on facebook
Share on twitter

ჩვენ ყველას გვიყვარს სახლის მორთვა სხვადასხვა მცენარეებით და ყვავილებით. ისინი ალამაზებენ ოთახს, აუმჯობესებენ ჰაერის ხარისხს, და შესაძლოა შეამცირონ შფოთვა და დეპრესია. ასევე, მცენარის მოვლა თერაპევტული პროცესია.

თუმცა, მათ ვისაც სახლში გყავთ კატა, სიფრთხილე გმართებთ. მრავალი საკამოდ პოპულარული სახლის მცენარე კატებისთვის ტოქსიკურია და შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენ ოთხფეხა მეგობარს.

ამ სტატიაში გაეცნობით ცხრა ისეთ პოპულარულ სახლის მცენარეს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს კატებს.

1. ალოე ვერა

ალოე ვერა კატისთვის ტოქსიკური

ერთ-ერთი ასეთი მცენარეა ალოე ვერა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და მრავალი სახლის ოთახს ამშვენებს. ასევე, მისი ფოთლის გელს გააჩნია სამკურნალო თვისებები. მას აქვს სქელი, წვნიანი ფოთლები, დაკბილული კიდეებით.

მიუხედავად მისი პოპულარობისა და სილამაზისა, ალოე ვერა ტოქსიკურია კატებისთვის. იგი შეიცავს საპონინს, ანტრაქინონს და კატებში იწვევს მოდუნებულობას, ღებინებას და დიარეას.

2. მონსტერა დელიციოზა

მონსერა კატისთვის ტოქსიკური

მონსტერა დელიციოზა ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული სახლის მცენარეა. ის ინტერიერის შესანიშვანი დეკორატიული ელემენტია. მას ასევე უწოდებენ შვეიცარული ყველის მცენარეს და მისი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ადვილად მოსავლელია.

მაგრამ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ლამაზია და ადვილად მოსავლელი, კატებისთვის საკმაოდ ტოქსიკურია. ის შეიცავს კალციუმის უხსნად ოქსალატებს და იწვევს ტუჩებისა და პირის დამწვრობას, პირის ღრუს შესიებას, ღებინებას და ნერწყვის დენას.

3. კრასულა

კრასულა კატისთვის ტოქსიკური

კრასულა, მონსტერას მსგავსად ძალიან უხდება ინტერიერს, ადვილად იზრდება და მოსავლელადაც მარტივია. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ მას ოჯახისთვის იღბალის მოტანა შეუძლია. კრასულას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ფულის ან დოლარის მცენარედ.

მაგრამ ის ტოქსიკურია არა მარტო კატებისთვის, არამედ ძაღლებისთვის და ცხენებისთვისაც კი. ცხოველებში შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, მოთენთილობა, კოორდინაციის დაკარგვა და დეპრესიაც კი. ასე, რომ თუ გყავთ შინაური ცხოველი, სასურველია კრასულას მაგივრად სხვა მცენარე დადგათ ოთახში.

4. სენსევიერია (გველი მცენარე)

სენსევიერია კატისთვის ტოქსიკური

კიდევ ერთი პოპულარული მცენარე რომელიც კატებისთვის ტოქსიკურია, არის სენსევიერია. მისი მეორე სახელია გველი მცენარე და ასევე ხშირად მოიხსენიებენ როგორც სიდედრის ენას. იგი აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და ასევე ძალიან კარგად ძლებს დაბალი სინათლის პირობებშიც.

მიუხედავად იმისა, რომ ის არატოქსიკურია ადამიანებისთვის, შეიცავს საპონინს და ტოქსიკურია როგორც კატებისთვის, ასევე ძაღლებისთვის. შეუძლია გამოიწვიოს ღებინება და დიარეა.

5. ინგლისური სურო

ინგლისური სურო კატისთვის ტოქსიკური

ინგლისური სურო ძალიან პოპულარული სახლის მცენარეა და ხშირად მას დაკიდულ მდგომარეობაში ვხვდებით. ის გამოირჩევა პატარა და წვეტიანი ფოთლებით. მიუხედავად მისი სილამაზისა, მან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს კატას.

ინგლისური სურო შეიცავს ტრიტერპენოიდულ საპონინებს და მისი ტოქსიკურობა ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სისუსტე, ღებინება, პირის ღრუს შესიება, ქავილი, ნერწვის დენა, და ატაქსია.

6. მშვიდობის შროშანი

შროშანი კატისთვის ტოქსიკური

შემდეგი კატებისთვის ტოქსიკური მცენარე არის მშვიდობის შროშანი, რომელსაც ხშირად ვხვდებით სახლებში. მისი მუქი ფოთლები და თეთრი ყავვილები ძალიან ლამაზ კონტასტს ქმნის და ასევე საკმაოდ ადვილი მოსავლელია.

მონსერას მსგავსად, შეიცავს კალციუმის ოქსალატს. თუ თქვენმა კატამ შემთხვევით გადაყლაპა, მას შეუძლია გამოიწვიოს ღებინება, ნერწყვის დენა, ყლაპვისა და სუნთქვის გართულება. მასთან შეხება საშიში არ არის.

7. პოთოსი

პოთოსი კატისთვის ტოქსიკური

პოთოსი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მცენარეა როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი მცენარის მოყვარულთათვის. გარდა იმისა რომ ძალიან ლამაზია, ასევე საკმაოდ მარტივი მოსავლელია.

მაგრამ მიუხედავად ყველაფერი ამისა, გადაყლაპვისას მან კატებში შეიძლება გამოიწვიოს ტუჩებისა და პირის დამწვრობა, ღებინება, და ასევე, პირის ღრუს შესიება. შეიცავს კალციუმის უხსნად ოქსალატებს.

8. საგოს პალმა

საგოს პალმა ტოქსიკური

საგოს პალმა ძალიან პოპულარული მცენარეა და ის ტროპიცულ ელფერს ძენს თქვენს ოთახს. მას სხვა სახლის მცენარეებისგან საკმაოდ განსხვავებული შეხედულება აქვს და ძალიან კარგი დეკორატიული ელემენტია. თუმცა, საკმაოდ საშიშა კატებისთვის.

ის შეიცავს ისეთ ნივთიერებას, როგორიცაა ციკასინი. გადაყლაპვის შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს არა მარტო ღებინება და დიარეა, არამედ ღვიძლის უკმარისობა და სიკვდილიც კი. ამიტომ, თუ სახლში გყავთ კატა, უმჯობესია საერთოდ არ გქონდეთ საგოს პალმა.

დასკვნის სახით

თუ თქვენ გყავთ კატა, აუცილებელია გამოიკვლიოთ არის თუ არა ესა თუ ის მცენარე ტოქსიკური. თქვენ შეგიძლიათ ტოქსიკური მცენარეები დადგათ ისეთ ადგილას, სადაც კატა ვერ მიწვდება. თუმცა უმჯობესია გამოიყენოთ არატოქსიკური მცენარეები და დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარს არაფერი დაემართება.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *