საუკეთესო მცენარე ასტროლოგიური ნიშნის მიხედვით

Share on facebook
Share on twitter

ამბობენ, რომ მცენარეს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ზოდიაქოს ნიშანთან, იღბალის მოტანა შეუძლია. თუ დავუჯერებთ ამ მოსაზრებას, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ მცენარე.

ასტროლოგიაში, ყველა ნიშანს აქვს განსხვავებული და უნიკალური თვისებები და მოთხოვნილებები. ყველა ნიშანი მიეკუთვნება გარკვეულ ელემენტს, გააჩნიათ თავისი პლანეტები. როგორც ჩანს, თითოეულ ელემენტს განსაკუთრებული კავშირი აქვს სხვადასხვა მცენარესთან.

გაიგეთ თუ რომელი მცენარეა საუკეთესო თქვენი ასტროლოგიური ნიშნის მიხედვით.

ცეცხლის ნიშნები

ვერძი: კალათეა

ოთახის მცენარე ვერძი

ენერგიული ვერძი მომხიბლავი ცეცხლის ნიშანია და კალათეა შეესაბამება მის გამბედავ ხასიათს. ვერძები არიან დამოუკიდებლები და უყვართ ზრუნვა მათზე დამოკიდებულ ადამიანებზე ზრუნვა.

კალათეას ძალიან ფერადოვანი პეროსნალური თვისებები აქვს და ის ყველას დასანახად აჩენს მის ულამაზეს ფოთლებს. ის არის მზრუნველი ადამინაების მცენარე.

ლომი: მონსერა

ოთახის მცენარე ლომი

თავბრუდამხვევი ლომები, ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან, სადაც არ უნდა იყვნენ. მონსერას მსგავსად, ისინი ავსებენ სივრცეს. ასევე, ლომს უყვარს სინათლე. მისი ვარსკვლავი ხომ მზეა.

მონსერაც ასეა. მას უყვარს როდესაც ყურადღებას აქცევენ და ის ადვილად გამოსარჩევია სხვა მცენარეებისგან.

მშვილდოსანი: ყავის მცენარე

ოთახის მცენარე მშვილდოსანი

ჰიპერკინეტიკური მშვილდოსანი ენერგიით სავსე და მათ არ სჭირდებათ დიდი ყურადღების მიქცევა, იმისათვის რომ დიდებულები იყვნენ. ყავის მცენარე კი სწორედ რომ ზეგამოჭრილი მცენარეა ასეთი ნიშნისთვის.

მას ენერგიული პიროვნული თვისებები აქვს და ალამაზებს ნებისმიერ ოტახს თავისი ულამაზესი ფოთლებით. მას სჭირდება არაპირდაპირი მზის სხივი და მორწყვა 1-2 კვირაში ერთხელ.

მიწის ნიშნები

კურო: პოთოსი

ოთახის მცენარე კურო

თვითდაჯერებულმა კუროებმა იციან თუ ვინ არიან და რა მოსწონთ. ისინი ყველგან კომფორტს ეძებენ დ აიციან თუ როგორ იყვნენ კმაყოფილები. კუროები მზრუნველები არიან და სხვისგან არ ითხოვენ იგივეს.

პოთოსი ლამაზესი მცენარეა, “მიყევი დინებას” დამოკიდებულებით. ყველგან კომფორტულად გრძნობს თავს. მას შეუძლია განსხვავებულ პირობებში გაძლება და ყოველთვის კმაყოფილი იქნება.

ქალწული: ექევერია

ოთახის მცენარე ქალწული

ქალწულებს უყვართ დროის საკუთარ თავთან გატარება. ამ ნიშანს უყვარს როდესაც ყველაფერი დაგეგმილი და თავის ადგილზეა. ექევერია კი ზედგამოჭრილი მცენარეა ქალწულისთვის.

მას უყვარს რუტინის დაცვა, როდესაც ყველაფერი ისეა, როგორც მას სურს. ის ინტროვერტია და გაუხარდბეა თუ სხვა მცენარეებისგან განცალკევებით მოათავსებთ.

თხის რქა: ზებრა მცენარე

თხის რქა ოთახის მცენარე

თხის რქა გამძლე, მოქნილი ნიშანია. მათ შეუძლიათ გადარჩნენ მინიმალური პირობების მქონე გარემოში. რაც უფრო ნაკლებად შეაწუხებთ, უკეთესია. ზებრა მცენარეც, მოხდენილი და ელეგანტური, ზუსტად ასეთია.

მას ფოთლებზე ეტყობა, თუ რორგორი გამძლეა. იმისათვის რომ ლამაზად გამოუიყურებოდნენ, მათ არ სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა. არც ბევრი სინათლე ბედნიერებისთვის.

ჰაერის ნიშნები

ტყუპები: მარმარილოს პოთოსი

ტყუპები ოთახის ყვავილი

მრავალფეროვან ტყუპებს ბევრი მხარე და ფერი აქვთ, როგორც მარმარილოს პოთოსს. ისინი რითმიდან ამოვარდნილები არიან და არანაირ ნიმუშს არ მიყვებიან. სწორედ ეს ხდის მათ უნიკალურს.

მარმარილოს პოთოსსაც მრავალფეროვანი ბუნება აქვს და ერგება სხვადასხვა კონდიციას. თუმცა სილამაზე რომ შეინარჩუნონ, უფრო მეტი შრომა შჭირდებათ, ვიდრე სხვა მცენარეებს.

სასწორი: ჩიტის ბუდის გვიმრა

სასწორი ოთახის მცენარე

სასწორს მართავს ესთეტიკური და ემპათიური ვენერა და ჩიტის ბუდის გვიმრაც ასხივებს თავის სილამაზეს. სასწორს და გვიმრას არ ადარდებთ რომ ყურადღება და მოვლა სჭირდებათ.

ჩიტის ბუდის გვიმრას უყვარს, როდესაც ოდნამ მეტ სიყვარულს და ზრუნვას იჩენენ მის მიმართ. მას სიამოვნებს მზის შუქი, მაღალი ტენიანობა და ხშირი მორწყვა.

მერწყული: პილეა

მერწყული ოთახის მცენარე

მერწყული, პილეას მსგავსად, ცოცხალი და მხიარულია. ის მომავლის ნიშანია და საერთოდ არ უყვარს დრამა. მათ სჯერათ ნათელი მომავლის და უყვართ ბედნიერების გავრცელება, როგორც პილეას.

პილეას გასაოცარი სილამაზე აქვს. მას ძალიან სიამოვნებს საშუალო დონის სინათლე და ძალიან მსუბუქი მორწყვა.

წყლის ნიშნები

კირჩხიბი: ნებისმიერი ფიკუსი

კირჩხიბი მცენარე ფიკუსი

კირჩხიბს მართავს მთვარე და მთვარის ფაზების მსგავსად, მისი განწყოვბაც მერყევია. ფიკუსების ასე არეიან – ზედმეტი ყურადღება სჭირდებათ რომ გაიზარდონ. და ე სყველა ფიკუსს ახასიათებს.

მაგალითად მსი ერთ-ერთ წარმომადგენელს, ლეღვის ხეს, შეუძ₾ია გარემოდან გამომდინარე სახე იცვალოს. ამ მცენარეს უყვარს მოვლა და სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძ₾ია მოთმენა.

მორიელი: ფილოდენდრონი

მორიელი მცენარე

მორიელი ყველანაირი მცდლობის გარეშე ექცევიან ყურადღების ცენტრში. მათ უხილავი მაგნიტური მიზიდულობის ძალა აქვთ, როგორც ფილოდენდრონს – ულამაზესი ფოთლების მქონე მცენარეს.

ის ძალიან ტოლერანტულია სხვადასხვა კონდიციის გარემოს მიმართ. უყვარს როგორც დაბალი, ისე კაშკაშა, არაპირდაპირი სინათლე. იშვიათ მორწყვა ითხოვს და სულაც არ სჭირდება გამორჩეულ ადგილას მოთავსება იმისათვის, რომ ყურადღება მიიქციოს.

თევზები: ZZ მცენარე

თევზები მცენარე

თევზები ბუნებრივად აღმზრდელები არიან და ეს მეოცნებე ნიშანი შეიძლება თავის ფანტაზიაში დაიკარგოს. კარგავენ დროისა და სივრცის აღქმას. ამ ნიშანს კი ყველაზე მეტად ZZ მცენარე შეეფერებათ.

ამ მცენარეს შეუძლია გაუძლოს სხვადასხვა რთულ კონდიციას. მორწყვაც რომ დაგავიწყდეთ, ის ეს ამას არ შეიმჩნევს, რადგან გვალვის მიმართაც ტოლერანტულია. ამინდის მიუხედავად ის ყოველთვის მშვენივრად გამოიყურება.

დასკვნის სახით

მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ადამიან არ სჯერა ასტროლოგიის, ის ძლიან საინტერესოა. გჯერა თუ არა, შეგიძლია დაუჯერო რჩევებს და მცენარე საკუთარო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით აარჩიო და გაიგო, შეესაბამება თუ არა ის შენს ხასიათს და პიროვნულ თვისებებს.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *