როგორ დავთესოთ და გავზარდოთ მცენარე

Share on facebook
Share on twitter

მცენარის დათესვა, გაზრდა და მოვლა ძალიან კარგი რელაქსაციის საშუალებაა. გარდა ამისა, ის ძლაიან საინტერესო პროცესია. ზოგადად, თუ გიყვართ ბუნება, მცენარეები და ყვავილები, ეს საუკეთესო საშალებაა მათ გასაცნობად.

თუმცა საუკუთარი ძალებით მცენარის დათესვა და გაზრდა მოითხოვს ცოდნას, შრომას და დეტალების მიმართ ყურადღების მიქცევას. ამასთანავე, სხვადასხვა მცენარე თუ ყვავილი განსხვავებულ  მიდგომას მოითხოვს. ამიტომაც სასურველია დაიწყოთ მარტივად მოსაყვანი მცენარით როგორიცაა პომიდორი, გულყვითელა, რეჰანი, დედოფლის ყვავილი და სხვა.

ეს გაადავილებს პროცესს, მიიღებთ გამოცდილება და შეძლებთ უფრო რთულად გასაზრდელი მცენარეების დათესვას და გაზრდას. საბოლოოდ კი, ჰობი შეიძლება თქვენს საქმიანობად აქციოთ და დამატებითი შემოსავალიც გაგიჩნდეთ.

ამ სტატიაში გაეცნობით 7 მნიშვნელოვან საფეხურს, რომელიც საჭიროა მცენარის გასაზრდელად – დათესვა, ნიადაგის მომზადება, ქოთნის შერჩევა, მორწყვა და სხვა.

1. დროის სწორად შერჩევა

მცენარისთვის სეზონის შერჩევა

პირველ რიგში, დათესვისას უნდა იცოდეთ თუ რომელ სეზონშია საუკეთესო დავთესოთ კონკრეტული მცენარე, რა პერიოდის განმავლობაში უნდ აიყოს დაცულ სივრცეში, სანამ გარეთ გავიტანთ და ა.შ. ეს ყველაფერი შეიძლება გავიგოთ ნერგების შეფუთვაზე.

ზოგი ბოსტნეული, როგორიცაა ლობიო და გოგრა, საუკეთესოა გარე სივრცეში დასათესად. ასევეა ყაყაჩოც. თუმცა ყველა მცენარე განსხვავდება. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ თუ რად როს უნდა გადავიტანოთ მცენარე შიდა სივრციდან გარე სივრცეში, საიდან დავიწყოთ დატესვა და ა.შ.

2. შეარჩიეთ სწორი კონტეინერი

ქოთნის ზომები

მნიშვნელოვანია კონტეინერის შერჩევა თქვენი მცენარისთვის. ზოგადად, შეგიძ₾იათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახის კონტეინერი რომელსაც აქვს მინიმუმ 5-8 სმ-ის სიღრმე და სადრენაჟო ნახვრეტები. თუმცა, შეგიძლიათ მოძებნოთ სპეციალურად თქვენი მცენარისთვის განკუთვნილი ქოთნებიც.

თუ გიყვართ ჩხირკედელაობა და სხვადასხვა ნივთებისთქვენით დამზადება, შეგიძლიათ კონტეინერად გამოიყენოთ იოგურტის ჭიქები, რძის მუყაოს კოლოფები, და ქაღალდის ჭიქებიც კი.

3. ნიადაგის მომზადება

ნიადაგის მომზადება

აუცილებელია ნიადაგის სწორად შერჩევა. არასდროს გამოიყენოთ ჩვეულებრივი მიწა ან სხვა მცენარის მიწა. აუცილებელია ახალი, გაწმენდილი ნიადაგის შერჩევა. შეარჩიეთ მიწა რომელიც სპეციალურად თესლის გაზრდისთვისაა განკუთვნილი.

სანამ მიწას ჩაყრით ქოთანში, უმჯობესია ჯერ სხვა კონტეინერში მოათავსოთ და დაატენიანოთ. არ დაასველოთ. შემდეგ კი გადაიტანეთ ქოთანში. ეცადეთ, მიწა იყოს მკვრივი და არ ქონდეს ნაპრალები.

ახალი ნიადაგის მიქსტურა თითქმის არ შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს. ამიტომ, აუცილებელია ნერგების კვება თხევადი სასუქით, აღმოცენებიდან ორი კვირის განმავლობაში. გააგრძელეთ ეს პროცესი ბაღში გადანერგვამდე.

4. თესვის დაწყება

მცენარის დათესვა

სანამ დაიწყებთ დათესვათ, შეამოწმეთ თესლის შეფუთვა და გაიგეთ, თუ რა სიღმეზეა საჭირო მისი დათესვა. განსხვავებული მიდგომა ჭირდება სხვადასხვა მცენარეს. ზოგი თესლს საერთოდ არ ჭირდება დათესვა და შეგიძლიათ ზედაპირზე მოაყაროთ. ზოგი კი ღრმად უნდა დაითესოს.

დაატენიანეთ ახლად დათესილი თესლები. იმისათვის რომ დავაჩქაროთ აღმოცენება, საჭიროა კონტეინერს ზემოდან გადავაფაროთ ცელოფანი ან რაიმე მსგავსი. ეს ხელს შეუწყობს დატენიანებას. მცენარე როგორც კი ამოყოფს თავს ნიადაგიდან, მოაშრეთ დამცავი მატერია.

5. მორწყვა და კვება

მცენარის მორწყვა და კვება

ნერგის ზრდასთან ერთად, მოწრყეთ ის რადგან არ მოაკლდეს ტენიანობა. თუმცა არ გადააჭარბოთ და არ დაასველოთ ნიადაგი. საჭიროა ზომიერი ტენიანობა. მორწვიდან მორწყვამდე საჭიროა ნიადაგი გაშრეს.

საჭიროა ჰაერის განიავება, რისთისაც შეგიძლიათ გამოიყენოტ პატარა ვენტილატორი. ასევე, აუცილებლია თავიდან აიცილოთ მცენარის დაავადება. და არ დაგავიწყდეთ სასუქით განოყიერება.

6. არ მოაკლოთ სინათლე

სინათლე მცენარისთვის

მცენარის ზრდისთვის აუცილებელია კარგი განათება. ამიტომ, არ მოაკლოთ მას სინათლე. თუ ფანჯარასთან არის ნერგი მოთავსებული, სასურველია სამხრეთ ფანჯარასთან დადგათ და პერიოდულად შეუცვალოთ მხარე. ეს თავიდან აგარიდებთ მცენარის გადახრას სინათლის მიმართლებით.

თუ ხელოვნურ განათებას იყენებთ, ეცადეთ ის მოათავსოთ ზედაპირიდან რამოდენიმე სანტიმეტრით მაღლა. თუმცა მცენარეს სიბნელეც სჭირდება. ამიტომ სასურველია გამოიყენოთ რაიმე სახის ტაიმერი. ეცადეთ, დღის განმავლობაში თქვენი ახალგაზრდა მცენარე სინათლის ქვეშ იყოს დაახლოებით 15 საათის განმავლობაში.

ნერგის ზრდასთან ერთად, გაზარდეთ სინათლეც.

7. ეტაპობრივად გადაიტანეთ გარე სივრცეში

მცენარე აივანზე

მნიშვნელოვანია მცენარის გადატანა დაცული სივრციდან გარე სივრცეში.ეს უნდ აიყოს ეტაპობრივი გადასვლა. სანამ გადაწყვეტთ მის ბაღში გადატანას, ის უნდა მიაჩვიოთ ახალ გარემოს.

გადარგვიდან დაახლოებით ერთ კვირით ადრე დაიწყეთ მისი გატანა გარე სივრცეში, ჩრდილიან ადგილას. რამოდენიმე საათი დატოვეთ და საღაამოობით ისევ შემოიტანეთ შიგნით.

გააგრძელეთ ეს პროცესი 7-10 დღის განმავლობაშ და თანდათნ უფრო მზიან ადგილზე მოათავსეთ. აუცილებელია მცენარე მიეჩვიოს ახალ გარემოს. ეს არ უნდა იყოს უეცარი გადასვლა.

დასკვნის სახით

იმისათვის რომ დაიწყოთ მცენარის დათესვა და გაზრდა, საჭიროა ამ წესების დაცვა. შეგიძლიათ აირჩიოთ მარტივად მოსაყვანი მცენარე ამ ზოგადი წესების მიხედვით დაიწყოთ მისი დათესვა და გაზრდა. მიიღეთ გამოცდიელბა, გაიღრმავეთ ცოდნა და ისიამოვნეთ თქვენი შედეგით.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *