ოთახის დეკორატიული მცენარე

Share on facebook
Share on twitter

ნიკელის სიმები (dischidia nummularia) ტროპიკული, წვნიანი მცენარეა. მას ვხვდებით აზიაში, ინდოეთსა და ავსტრალიაში. ის, ორქიდეის და ტილანდსიას მსგავსად, ეპიფიტის ტიპის მცენარე, რომელიც სხვა მცენარეზე ცხოვრობს, თუმცა მისით არ საზრდოობს.

ანუ ის არ არის პარაზიტი მცენარე. სხვადასხვა ნივთიერებებსა და სინოტივეს იღებს ჰაერიდან, წვიმიდან და მის ირგვლივ არსებული ნარჩენებისგან.

მას იშვიათად ვხვდებით სახლებში, მაგრამ თუ თქვენ ხელშიჩაგივარდათ ნიკელის სიმები, ის თქვენს სახლს განსხვავებულ და გასაოცარ ელფერს შესძენს. სხვა წვნინი მცენარეებისგან გასხვავებით, მას შეუძლია დაბალი განათების პირობებშიც გაიხაროს.

ნიკელის სიმების გამრავლება

ნიკელის სიმების გამრავლება საკმაოდ მარტივია. ამისათვის საჭიროა მისი ღერო. ღეროს მოჭრის შემდეგ, დააცადეთ რამოდენიმე საათი რომ ის ოდნავ გამოშრეს და გამკვრივდეს. ამის შემდეგ კი ჩარგეთ ნოტიო ტორფის ხავსში.

იმისათვის, რომ ფესვები გაიდგას, ნიკელის სიმებს ორიდან სამ კვირამდე ჭირდება. როდესაც ის ფესვებს გაიდგამს, გადადგით ორქიდეას ნაზავში, ხის დაქუცმაცებულ ქერქთან ერთად და მოურაეთ ისე, როგორც ჩვეულებრივ, ზრდასრულ მცენარეს.

მავნებლები და დაავადებები

ყველაზე გავრცელებული დაავადება ნიკელის ფოთლებში არის ფესვის დალპობა. ის გავლენას ახდენს მის ღეროებზე. ეცადეთ, ზედმეტად არ მორწყათ მცენარე და გამოიყენეთ ისეთი ქოთანი, რომელიც საშალებას აძლევს ჰაერს, მიაღწიოს ფესვებამდე.

რაც შეეხება მავნებლებს, ნიკელის სიმებს პრობლემები შეუძლია შეუქმნას ობობის ტკიპამ, სოკომ, მცენარის ტილმა მელაბუგმა. ყოველთვის ყურადღების ცენრში გყავდეთ თქვენი მცენარე და როგორც კი შენიშნავთ რაიმეს, დროულად მიიღეთ სესაბამისი ზომები.

ნიკელის სიმების მოვლა

ტროპიკული ეპიფეტები ზოგადად ადვილი მოსავლელია. ისინი უფრო სახლის მცენარეებია, რადგან ვერ უძლებენ დაბალ ტემპერატურას. თუმცა, შესაძლებელია გარეთაც გაძლონ, თუ ტემპერატურა მუდმივად თბილი იქნება. თუ მათ მუდმივად დავატენიანებთ, საკმაოდ კარგად იზრდებიან.

რეკომენდირებულია ნიკელის სიმების ყოველწლიური გადარგვა, რადგან აძალიან არ გაიდგას ფესვი. ამან შეიძლება შეაფერხოს მისი ზრდა, იქიდან გამომდინარე, რომ მას სჭირდება კარგი აერაცია.

ნიკელის სიმები არ საჭიროებს გასხვლას. თუმცა, რადგან ის ძალიან მალე იზრდება, შეგიძლიათ მოაჭრათ ფოთლები და ღეროები და მისცეთ ლამაზი ფორმა.

განათება

მცენარის განათება

ნიკელის სიმები კარგად იზრდება დაბალი განათების პირობებში. თუმცა, მზის სხივებიც კარგია მისთვის. განსაკუთრებით იდეალურია დილის ან საღამოს მზის განათება.

თუ მას სახლში ვზრდით, საუკეთესოა მოვათავსოთ აღმოსავლეთ ან ჩრდილოეთით მდებარე ფანჯარასთან. ხოლო თუ გარეთ გავქვს, აცულებელია მოვათავსოთ ჩრდილიან ადგილას. მაგ. მზისგან დაცულ ვერანდაზე, დაკიდულ მდგომარეობაში.

ნიადაგი

ნიადაგი მცენარისთვის

ნიკელის სიმები უნდა მოთავსდეს მსუბუქ, ფხვიერ და კარგად განიავებად ნიადაგში, რომელიც მდიდარია ორგანული ნივთიერებებით. მისი ფესვები მოითხოვს ჰაერს იმისათვის რომ აყვავდეს.

არასდროს მოათავსოთ ჩვეულებრივ ნიადაგში, რადგან ნიკელის სიმებისთვის ის ძალიან მკვრივია და ჰაერის უკმარისობა გამოიწვევს ფესვების დალპობას და მცენარის ჭკნობას. ასევე, ნიადაგს შეგიძლიათ მოაყაროთ ხის გახეხილი ქერქი.

მორწყვა

მცენარის მორწყვა

რაც შეეხება მორწყვას, შეეცადეთ რომ ნიადაგი მუდმივად თანაბრად ტენიანი იყოს. მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული იყავით, რომ ფესვებთან წყალი არ იყოს დაგროვებული. ფესვების დიდი ხნით წყალში ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ჭკნობა.

ასევე, ნიკელის ფესვებს ძალიან უხდება ნისლი. ამ დროს, ფოთლების მეშვეობით მას შეუძლია ნესტის შესრუტვა.

ტემპერატურა და ტენიანობა

მცენარის ტენიანობა

ნიკელის სიმები ხარობს ტენიან, თბილ გარემოში და ვერ უძლებს ცივ ტემპერატურას და ყინვას. ამიტომაც ის საუკეთესოდ ხარობს სახლის პირობებში. თუმცა, შეუძ₾ია გარეთაც იხაროს, თუ სწორ გარემოში მოხვდება.

ასევე, მეტი ტენიანობისთვის, შეგიძლიათ ის მოათავსოთ სამზარეულოში, აბაზანაში ან წყლით შევსებულ, კენჭებიან ქოთანში.

განოყიერება

ნოყიერი ნიადაგი

ნიკელის სიმები არ მოითხოვს რეგულარულ განოყიერებას და სასუქს. მთავარია, ნიადაგი რომელშც ის არის მოთავსებული, იყოს ორგანული ნივთიერებებით მდიდარი. თუმცა, ყოველწლიურად, ზრდის სეზონის დასაწყისში, შეიძლება გამოვიყენოთ დაბალი სიძ₾იერეის, ბალანსირებული სასუქი.

დასკვნის სახით

ნიკელის სიმებს შეუძლია თქვენი სახლი გახადოს უფრო ლამაზი, განსხვავებული და შესძინოს ტროპიკული იერი. ის ძალიან ადვილი მოსავლელია, იზრდება სწრაფად, ძლებს ნაკლებად განათებულ პირობებში და შესანიშნავი მცენარეა დამწყებთათვის. შესანიშნავია როგორც სახლში, ასევე აივანზე.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *